უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 139 ბავშვი დაიღუპა, 205 კი დაშავდა. უწყების ცნობით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი, 65 ბავშვი კიევში ემსხვერპლა.

უწყებაში ამბობენ, რომ 25 მარტს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა მძიმე არტილერიის გამოყენებისას ხერსონის ოლქში 4 წლის ბავშვი დაიღუპა. 26 მარტს კი ზაპოროჟიის ოლქში 2 ბავშვი.

პროკურატურაში ამბობენ, რომ დაბომბვების შედეგად 733 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 74 მთლიანად განადგურდა. მათი ცნობით, უმძიმესი მდგომარეობაა დონეცკში, ხარკოვში, მიკოლაევში, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებში და ქალაქ კიევში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში