წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) განცხადებით, არასდროს იღებენ მონაწილეობას მოქალაქეების იძულებით ევაკუაციაში. მათი თქმით, დონის როსტოვში ჰუმანიტარული პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩვენ არასდროს ვიღებთ მონაწილეობას მოსახლეობის იძულებით ევაკუაციაში. ეს ასეა დედამიწის გარშემო ყველა იმ ქვეყნის შემთხვევაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ისეთ ოპერაციას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ნებას ეწინააღმდეგება", — წერს წითელი ჯვარი.

როგორც Reuters დღეს, 27 მარტს წერდა უკრაინა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვდა, არ გაეხსნათ პუნქტი დონის როსტოვში, რადგან ეს ლეგიტიმურს გახდიდა მოსკოვის "ჰუმანიტარულ დერეფნებს" და მოსახლეობის გატაცებას.

წითელი ჯვრის თქმით, მათ არ აქვთ ოფისი როსტოვში, თუმცა აძლირებენ რეგიონში მუშაობას, რათა ყველგან შეძლონ ადამიანების დახმარება.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში