ჩემს ოსკარებს გადავადნობ, თუ ზელენსკის დაჯილდოებაზე არ ჩართავენ — შონ პენი
ჰოლივუდის სახელოვანმა მსახიობმა შონ პენიმ ამერიკის კინოაკადემიას ულტიმატუმი საჯაროდ წაუყენა: თუ წლევანდელ ოსკარებზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის უფლებას არ მისცემენ, მაშინ ის აკადემიის მიერ წარსულში მინიჭებულ ჯილდოებს გადაადნობს.
CNN-თან საუბრისას მსახიობმა განაცხადა, რომ "კინოაკადემია ვერაფერს გააკეთებს იმაზე კარგს, თუ ზელენსკის უფლებას მისცემს, ყველა ჩვენგანს დაჯილდოებაზე მოგვმართოს".
"თუ აკადემია გადაწყვეტს, რომ არ დაუკავშირდეს უკრაინის ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ ნაცვლად ხვდება ბომბები და ტყვიები, მათ შორის იმ უკრაინელ ბავშვებს, რომელთა დაცვასაც ასევე ცდილობენ, მაშინ მთელი ეს გადაწყვეტილება და მისი მიმღები თითოეული ადამიანი ყველაზე ამორალური ნაწილი იქნება ჰოლივუდის მთელი ისტორიისა", — დაამატა მან.
შონ პენის თქმით, თუ სცენარი ასე განვითარდება, მაშინ ყველამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს კინოაკადემიას: მაგალითად, თავად წარსულში მიღებულ ორ ოსკარს საჯაროდ გადაადნობს. შონ პენმა პირველი ოსკარი 2003 წელს მიიღო ფილმისთვის Mystic River და მეორედ 2008-ში ფილმით Milk.
რამდენიმე დღის წინ წლევანდელი ოსკარების ერთ-ერთმა თანაწამყვანმა, ემი შუმერმა, განაცხადა, რომ დაჯილდოებაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა კარგი იქნებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მას არ შეუძლია.
რაც შეეხება შონ პენს, ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან დოკუმენტურ ფილმს იღებს ამ მოვლენებზე და ამჟამად პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების ცხოვრებას აკვირდება.
ოსკარების წლევანდელი, 94-ე დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 28 მარტს, დილის 5 საათზე დაიწყება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები