პროპაგანდისტული მედიის რიას ინფორმაციით, რუსეთის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე როსკომანდზორმა გერმანული გამოცემა Bild-ის ვებგვერდზე წვდომა შეზღუდა.

გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, იოჰან ბოიმ CNN-თან გააკეთა კომენტარი და შეზღუდვის სავარაუდო მიზეზად გაზეთის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის ობიექტურად გაშუქება დაასახელა.

"მათი გადაწყვეტილება გვაძლევს მოტივაციას, რომ რუსეთის მოქალაქეებს მივცეთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, მოიძიონ ახალი ამბები და ფაქტები რუსული მთავრობის პროპაგანდის მიღმა", — ამბობს ის.

ბოის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმის მტკიცებულებაცაა, რომ მედია დემოკრატიული პრინციპებით ხელმძღვანელობს.

CNN წერს, რომ Bild არის ფართოდ წაკითხვადი გაზეთი გერმანიაში, რომელიც აღწევს 13,5 მილიონზე მეტ ადამიანს ყოველდღიურად.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში