აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რეჟიმის ცვლილება რუს ხალხზეა დამოკიდებული და ამასთან დაკავშირებით აშშ-ს არავითარი სტრატეგია არ აქვს. ასე ეხმაურება ის ჯო ბაიდენის განცხადებას ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებაზე.

"როგორც იცით და როგორც მოგისმენიათ ჩვენი არაერთხელ ნათქვამი, ჩვენს არ გვაქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია რუსეთში ან სადმე სხვაგან. ამ შემთხვევაში, როგორც სხვა შემთხვევებში, ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია რუს ხალხზე", — თქვა ბლინკენმა.

"ღვთის გულისთვის, ეს კაცი ვერ დარჩება ხელისუფლებაში", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.

ამას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი რუსი ხალხის მიერ არის არჩეული და მისი ძალაუფლებაში ყოფნა ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა უარყო, რომ ბაიდენი განცხადებაში რეჟიმის ცვლილებას გულისხმობდა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში