კომიკოსმა და მსახიობმა კრის როკმა ოსკარების დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, რაც ჯეიდას ქმარმა, მსახიობმა უილ სმიტმა, მშვიდად სულაც არ მიიღო.

ცნობილია, რომ ჯეიდა პინკეტ სმიტს ავტოიმუნური დარღვევა, ალოპეცია აქვს, რის გამოც თმა გასცვივდა.

ხუმრობიდან მალევე უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა: "ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო!"

მოგვიანებით უილ სმიტს კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსკარის ჯილდო გადაეცა და სამადლობელო სიტყვაში მსახიობმა ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა კინოაკადემიას, მაგრამ არა კრის როკს.

ოსკარი 2022-ის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სრული სია