ჯგუფი ცირკუს მირკუსი ევროვიზიის ნახევარფინალში მე-5 ნომრად წარდგება
2022 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი ცირკუს მირკუსი კონკურსის ნახევარფინალურ ტურში მე-5 ნომრად წარდგება. მეორე ნახევარფინალი, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას, 12 მაისს შედგება.
ორ ნახევარფინალურ ტურში მონაწილეთა რიგითობა კი ასეთია:
პირველი ნახევარფინალი, 10 მაისი
- ალბანეთი
- ლატვია
- ლიეტუვა
- შვეიცარია
- სლოვენია
- უკრაინა
- ბულგარეთი
- ნიდერლანდები
- მოლდოვა
- პორტუგალია
- ხორვატია
- დანია
- ავსტრია
- ისლანდია
- საბერძნეთი
- ნორვეგია
- სომხეთი
მეორე ნახევარფინალი, 12 მაისი
- ფინეთი
- ისრაელი
- სერბეთი
- აზერბაიჯანი
- საქართველო
- მალტა
- სან-მარინო
- ავსტრალია
- კვიპროსი
- ირლანდია
- ჩრდილოეთ მაკედონია
- ესტონეთი
- რუმინეთი
- პოლონეთი
- მონტენეგრო
- ბელგია
- შვედეთი
- ჩეხეთის რესპუბლიკა
ჯგუფი ცირკუს მირკუსი წლევანდელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2021 წლის ნოემბერში დაასახელა. ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებაზე ბენდი სიმღერას Lock Me In შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად კომპოზიცია ვიდეოკლიპის გარეშე გამოვიდა.
ბუქმეიკერების საერთო რეიტინგში საქართველო ამ დროისთვის 29-ე ადგილს იკავებს, ხოლო ევროფანების აპლიკაციაში ბოლოდან მეორე, 39-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროვიზიის ფინალში 2016 წლის შემდეგ არ უმღერია, კონკურსზე 13 მონაწილეობის შემდეგ კი ქვეყნის საუკეთესო შედეგად მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ და 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.
რიგით 66-ე ევროფესტივალს, რომელშიც 40 მონაწილეობს, იტალიის ქალაქი ტურინი 10, 12 და 14 მაისს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ევროვიზიის წლევანდელ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ღონისძიების ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პუტინის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ევროვიზია 2022 წლის მონაწილე მომღერლებმა და ქვეყნებმა ევროფესტივალიდან რუსეთის მოხსნა მოითხოვეს. ამასთან, მაუწყებელთა კავშირმა ორგანიზაცია დაატოვებინა რუსულ ტელეკომპანიებსაც, შესაბამისად, უცნობია, შეძლებს თუ არა ქვეყანა მომავალში კონკურსზე დაბრუნებას.
რაც შეეხება უკრაინას, 2022 წლის ევროვიზიაზე ქვეყანას ჯგუფი KALUSH ORCHESTRA წარადგენს, სიმღერით Stefania. აღსანიშნავია, რომ სანამ ჯგუფის წევრები საკუთარი ქვეყნის დასაცავად იბრძვიან, უკრაინას ბუქმეიკერები წლევანდელ ევროვიზიაზე გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები