უკრაინული მედიის ინფორმაციით, მესაზღვრე კუნძულ ზმეინიდან, რომელმაც რუსული სამხედრო გემი ნა ხ*იზე გაუშვა და დანებებაზე უარი თქვა, სახლში დაბრუნდა. ჩერკასის სამხედრო ადმინისტარციის ხელმძღვანელის განცხადებით, რომან გრიბოვი ტყვეობიდან გათავისუფლდა.

"მე მქონდა პატივი მიმეღო ჩვენს სამშობლოში, გაზვიადების გარეშე, ლეგენდარულ მესაზღვრე. რომანი მონაწილეობდა ზმეინის კუნძულის დაცვაში. სწორედ ის არის ცნობილი სამხედრო ლოზუნგის შემქმნელი რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. ჩერკაშანელმა თავის ძმებთან ერთად აჩვენა მთელ მსოფლიოს უკრაინული სულის სიმტკიცე", — განაცხადა მან. და შეხვედრის ვიდეო გაავრცელა.

მესაზღვრეს მიენიჭა ჯილდო "ჩერკასის რეგიონში გაწეული მომსახურებისთვის". მან უკრაინელებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: "ჩვენ ამას ძალიან ვგრძნობთ. ეს შთაგვაგონებს. ჩვენ უკან გვაქვს ძალა. სიმართლე ჩვენს უკან დგას. და ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!"

რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინის მცველებიდან ნაწილი გარდაიცვალა, ტყვედ აყვანილები კი გაათავისუფლეს.

"მოხდა რუსეთის ფედერაციასთან პატიმრების გაცვლა. რუსეთი ამ წინადადებით გამოვიდა. ჩვენ უყოყმანოდ გავცვალეთ ისინი. სულ ეს არის. ვინც დაიღუპნენ, გულწრფელად რომ ვთქვათ, გმირები არიან", — თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, უკრაინამ აღნიშნა, რომ არა ზმეინის სამხედროები, არამედ მათ საშველად წასული მეზღვაურები გაათავისუფლეს.

რა მოხდა კუნძულ ზმეინიზე

25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსები უკრაინული კუნძულის აღებას ცდილობდნენ. მალევე გავრცელდა ჩანაწერიც, სადაც ისმოდა, რომ რუსული სამხედრო გემი მოუწოდებდა კუნძულზე მყოფ უკრაინელ მესაზღვრეებს დანებებულიყვნენ, თუმცა პასუხად მიიღეს: "რუსულო სამხედრო გემო, იძი ნა ხ*ი".

ფრაზა მალევე იქცა წინააღმდეგობის სიმბოლოდ და მსოფლიოს მასშტაბით არაერთი საპროტესტო აქციის სლოგანი გახდა.

25 თებერვალს სხვადასხვა წყაროდან გავრცელდა ინფრომაცია იმაზე, რომ რუსებმა კუნძული დაბომბეს და მცველები დაიღუპნენ. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განაცხადა, რომ ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ, მაგრამ კუნძული არ დათმეს და ყველას გმირის წოდება მიანიჭა.

თუმცა მოგვიანებით, ინფორმაცია დაზუსტდა და გაირკვა, რომ მესაზღვრეები რუსებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი.