ალბათ, ყველას გახსოვთ კაბა, რომლის ფერზეც ვერავინ შეთანხმდა და ინტერნეტში ლამის ომიც კი დაიწყო: ერთი ნაწილისთვის ის ლურჯი და შავი ფერის იყო, მეორე კიდევ თეთრსა და ოქროსფერს ხედავდა.

ჰა, ახლა მაინც რას ფიქრობ ამ კაბაზე?

ეგ იქით იყოს და მსგავსი თავსატეხების მოყვარულებს უკვე ახალი გამოწვევა გამოუჩნდათ.

ინტერნეტში გავრცელდა ნახატი, რომელზე გამოსახულ ფიგურასაც ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს.

თუ წარწერას დავუჯერებთ, ის, ვისი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროც უფრო აქტიურია, სავარაუდოდ, თევზს დაინახავს, ხოლო ის, ვისი ტვინის მარცხენა ნახევარსფეროც გადაწონის მარჯვენას, უფრო მეტი შანსია, რომ ქალთევზა დაინახოს.

ფოტო: Twitter: @ananavarro / Via Twitter: @ananavarro

საქმე იმაშია, რომ ადამიანის ტვინის მუშაობასა და მის პიროვნულ უნარ-ჩვევებზე მსგავსი წარმოდგენა მეტწილად მითია, რომელსაც მეცნიერები არ იზიარებენ: კვლევებით მსგავსი რამ არ დასტურდება.

ამის მიუხედავად, მაინც გავრცელებულია მსგავსი წარმოდგენები, რომ ტვინის ფუნქციონირების გამო ვიღაც უფრო "შემოქმედებითია", ვიღაც კიდევ უფრო "ანალიტიკოსი".

ამ ნახატის წარწერამაც გამოიწვია მრავალი ადამიანი, რათა გაერკვიათ, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა შედეგი უფრო დამაბნეველი აღმოჩნდა: ვიღაცებმა არა თუ თევზი ან ქალთევზა, არამედ ვირი და ცხენი დაინახეს.

ვარიანტები ძალიან ბევრია და მათ შორის სელაპიცაა.

და რას ხედავთ თქვენ?

ფოტო: Twitter: @ananavarro

მაგალითად, მსახიობი ნიკ ოფერმანი ვირს ხედავს.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ილუსტრაცია რეალური კვლევებისთვის შეიქმნა და მას "ორაზროვანი ცხენი — სელაპის ფიგურას" უწოდებდნენ, რომელსაც ვიზუალური აღქმის შესამოწმებლად იყენებდნენ.

ასე რომ, თუ თევზი ან ქალთევზა მართლა დაინახე, ძალიანაც ნუ გაგიხარდება...