უკრაინელი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, მაქს ლევინი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც BBC-ის რუსული გამოცემა წერს, ის კიევის მიმდებარედ გარდაიცვალა.

გამოცემის ინფორმაციით, მაქს ლევინი 3 კვირის წინ დაკარგა და პირველ აპრილს პოლიციამ დაადასტურა, რომ ის გარდაცვლილია. ინფორმაცია ამის შესახებ გაავრცელა გამოცემამ, სადაც დოკუმენტალისტი 10 წელზე მეტი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, ლევინი თავის მეგობრებთან ერთად რუსულ აგრესიას იღებდა, მათი ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში