ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, იმ ადგილებში, რომლებსაც რუსები ტოვებენ სასწრაფოდ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებაა საჭირო.

"შეძრწუნებული ვარ ენით აღუწერელი საშინელი ამბებით, იმ ადგილებში, რომლებსაც რუსები ტოვებენ. სასწრაფოდ დამოუკიდებელი გამოძიებაა საჭირო. ომის დანაშაულებების ჩამდენები პასუხს აგებენ", — წერს ის Twitter-ზე.

მას შემდეგ, რაც ქალაქებისა და დასახლებების ნაწილზე უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაიბრუნეს, ვრცელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიების გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ადამიანების ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული.

ამავე თემაზე:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში