ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბუჩაში მომხდარს ეხმაურება და წერს, რომ შოკირებულია ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკით. მისივე თქმით, ევროკავშირის მორიგი სანქციები "უკვე გზაშია".

"შოკირებული ვარ კიევის გათავისუფლებულ რეგიონში რუსეთის არმიის სისასტიკის ამსახველი შემაძრწუნებელი სურათებით. ევროკავშირის ეხმარება უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენი აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში. ევროკავშირის დამატებითი სანქციები და მხარდაჭერა გზაშია", — წერს ის.

მას შემდეგ, რაც ქალაქებისა და დასახლებების ნაწილზე უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაიბრუნეს, ვრცელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიების გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ადამიანების ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული.

ამავე თემაზე:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში