საფრტანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბუჩას სურათებს აუტანელს უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ამ დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.

"სურათები ბუჩადან აუტანელია. ქუჩებში ასობით მოკლული ადამიანი. ჩემი თანაგრძნობა მსხვერპლებს, ჩემი სოლიდარობა უკრაინელებს. რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებისთვის", — წერს მაკრონი.

მას შემდეგ, რაც ქალაქებისა და დასახლებების ნაწილზე უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაიბრუნეს, ვრცელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიების გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ადამიანების ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში