საგარეო საქმეთა მინისტრად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი დანიშნეს
ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი იქნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ილიას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში, საჯარო სექტორში. მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მე მჯერა, რომ ილია იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი", — განაცხადა მან.
პრემიერმა თქვა, რომ ახლა ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ამ სიტუაციაში საჭიროა აქტიურობა ქვეყნის მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად.
მანვე აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი გახდება. პრემიერმინისტრის თქმით, აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და ელჩად ზალკალიანის დანიშვნით "ყველაფერი არის ნათქვამი".
"აშშ არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ თანამდებობაზე, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერი არის ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილი არის კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყანოთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა", — განაცხადა მან.
ვინ არის ილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილს განათლება ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების განხრით აქვს მიღებული. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად, ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად და ფილიალის მმართველად.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული CV-ის მიხედვით, მისი დიპლომატიური კარიერა 2012 წელს პოლონეთში საქართველოს საელჩოში დაიწყო, სადაც 2014 წლამდე მუშაობდა, თუმცა არ არის დაკონკრეტებული რა თანამდებობაზე. ამის შემდეგ ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე, მოგვიანებით კი აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
2015-2016 წლებში დარჩიაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ამავე წლებში აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2016-2017 ის ისევ დაუბრუნდა დიპლომატიას და იყო საგანგებო დავალებათა ელჩი, 2017-2021 წლებში კი გახდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში. 2021 წლიდან ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები