გაუპატიურება, როგორც იარაღი — ქალებზე ძალადობა უკრაინაში
უკრაინაში ქალებს გაუპატიურების საფრთხე ყოველდღიურად ემუქრებათ: რუსული ჯარის უკან დახევასთან ერთად სექსუალური ძალადობის სულ უფრო მეტი ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი.
ფოტოგრაფ მიხაილ პალინჩაკის ფოტომ, რომელიც კიევის მახლობლად გადაიღო, მსოფლიო შეაძრწუნა. დედაქალაქთან ახლოს ერთი კაცისა და სამი ქალის ცხედარს საბანი ჰქონდა გადაფარებული. ფოტოგრაფის თქმით, ქალები შიშვლები იყვნენ და მათი სხეულები ნაწილობრივ დამწვარი იყო.
ეს შემაძრწუნებელი კადრი ერთ-ერთია იმ ურიცხვ მტკიცებულებაში, რომლებიც უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი მკვლელობების, წამებისა და გაუპატიურების შემთხვევებს ასახავს მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი მეზობელ სახელმწიფოში შეიჭრა.
ბევრისთვის რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება გაიზარდოს სექსუალური ძალადობის მასშტაბები ომის დროს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი ჯარები კიევის შემოგარენში არსებული დასახლებული პუნქტებიდან გაიყვანა და უკრაინის აღმოსავლეთში გადატყორცნა, იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალები და გოგოები პოლიციას, მედიასა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მიერ განხორციელებული სისასტიკეების შესახებ უამბობენ. ჯგუფური გაუპატიურება, თავდასხმები იარაღის მუქარით და ბავშვების თვალწინ ჩადენილი გაუპატიურებები გამომძიებლების მიერ შეგროვებულ შემზარავ ჩვენებებს შორისაა.
"ჩვენთან, სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე, რამდენჯერმე დარეკეს ქალებმა და გოგოებმა, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მათი ფიზიკური დახმარება შეუძლებელი იყო. ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათთან მიახლოება საომარი მოქმედებების გამო", — თქვა კატერინა ჩერეპახამ, პრეზიდენტმა საქველმოქმედო ორგანიზაცია La Strada Ukraine-ისა, რომელიც ტრეფიკინგის, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს ეხმარება.
"გაუპატიურება ისეთი სტიგმატიზებულია, რომ მასზე მშვიდობიან დროსაც იშვიათად ლაპარაკობენ. ვშიშობ, რომ ის, რაც აქამდე გავიგეთ, ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერია".
გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა ომის დანაშაულებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად მიიჩნევა. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ განაცხადეს, რომ დაიწყებენ გამოძიებას სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ. თუმცა ამჟამინდელი გადმოსახედიდან სამართლიანობის მიღწევა სათუოა და ეს ვერ ამსუბუქებს უკრაინელი ქალების მდგომარეობას, იმ შიშსა და ტკივილს, რომელსაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ. თანაც ომი ჯერ არ დასრულებულა.
31 წლის ანტონინა მედვედჩუკი იხსენებს, რომ როცა ომის დაწყების დღეს დაბომბვის ხმამ გააღვიძა, პირველი, რაც კიევიდან გაქცევამდე გააკეთა, პრეზერვატივისა და მაკრატლის აღება იყო. ანტონინასთვის ეს იყო იარაღი, რომელიც თავის დასაცავად გამოადგებოდა.
"კომენდანტის საათსა და დაბომბვას შორის ყოველ შუალედში პირველადი დახმარების საშუალებების ნაცვლად გადაუდებელ კონტრაცეფციას ვეძებდი. დედაჩემი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა: "ეს ისეთი ომი არ არის, მსგავსი რამ აღარ ხდება, ეგ ყველაფერი ძველ ფილმებში დარჩა". რვა წელია, ფემინისტი ვარ და ჩუმად ვტიროდი, რადგან ყველა ომი ზუსტად ასეთია".
არის შემთხვევები, როცა უკრაინელ ქალებს მხოლოდ რუსი ჯარისკაცებისგან არ უწევთ თავის დაცვა. ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ვინიცაში მასწავლებელმა პოლიციას შეატყობინა, რომ ტერიტორიული თავდაცვის სამსახურის წევრმა ის სკოლის ბიბლიოთეკაში შეათრია და გაუპატიურება სცადა. საბოლოოდ კაცი დააკავეს.
ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა La Strada Ukraine და Feminist Workshop, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ონლაინ მუშაობენ, რათა გაავრცელონ ინფორმაცია სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო, იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების შესახებ. ასევე ცდილობენ, გაქცეული ქალებისა და გოგოებისთვის უსაფრთხო თავშესაფრები იპოვონ. თუმცა, შიშობენ, რომ მიღებული ტრავმა, რომელიც საომარ იარაღად ქცეულმა გაუპატიურებამ მიაყენა მრავალ ადამიანს, უკრაინელები დიდხანს ვერ მოიშუშებენ.
"როცა ქალი გარბის, ისე ჩანს, რომ ის უკვე უსაფრთხოდაა, შორს არის იარაღისგან და იმ კაცისგან, რომელმაც გააუპატიურა", — თქვა საშა კანცერმა, ლვოვის ფემინისტური განყოფილების საგარეო საქმეთა მენეჯერმა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ასობით დევნილ ქალსა და გოგოს დაეხმარა.
"მაგრამ ტრავმა ბომბია, რომელიც სულ თან გდევს. ის, რაც ახლა ხდება, წარმოუდგენლად შემაძრწუნებელია".
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
კომენტარები