კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მათი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა "საქართველოდან გაქცეული კრიმინალების" ნაკრძალად იქცა და ისურვებდა, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს მათ ნაამბობს.

"ჩვენი ბრალი ვერ იქნება თუ, სამწუხაროდ, უკრაინა ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს იმ კრიმინალებს, მათ ნაამბობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს ომის პირობებში სიმართლის და ტყუილის გარჩევა ხანდახან. ვისურვებდი, რომ ისინი არ აჰყვნენ ჩვენგან გაქცეულ ძებნილ კოლექტიურ გია ლორთქიფანიძეებს", — განაცხდა წულუკიანმა.

ამასთანავე, წულუკიანმა უკრაინის ვიცეპრემიერ ირინა ვერეშჩუკს მიმართა, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება და ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი "ბინძური ტყუილია".

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, რაშიც საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს. მათი ინფორმაციით, ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩარეულიყვნენ ამ საკითხში.

პასუხად ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. უწყების თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო პუნქტზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი უკრაინის განცხადებას ალოგიკური უწოდა. მან ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არია, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი არიან.

ამავე თემაზე: