4 წლის საშას მშობლები დაახლოებით ერთი თვე ეძებდნენ, გუშინ კი ის დახვრეტილი იპოვეს. ბიჭი 10 მარტს ბებიასთან ერთად კიევიდან ევაკუაციას ცდილობდა, 11 მარტს ბებიის ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს, საშა კი არსად ჩანდა.

"დღეს ჩვენ ვიპოვეთ საშენკას ცხედარი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაიჯერა, ვინც დამეხმარა ძებნაში, მადლობას ვუხდი ყველას ლოცვისთვის და რწმენისთვის, მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენი წყალობით ჩემი შვილი შემხვდა. საშენკა, ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე სამოთხეშია! დღეს მისმა სულმა მოიპოვა სიმშვიდე", — წერს საშას დედა.