ვინ არიან პუტინის შვილები და რას მალავენ ისინი მამის შესახებ
უახლესი ცნობებით, შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებს ორი ახალი სამიზნე ჰყავს: პუტინის ორი ზრდასრული შვილი, კატერინა და მარია, რომლებზეც ვარაუდობენ, რომ მამის ქონებას მალავენ.
აშშ-ის სანქციების პაკეტში მითითებული განმარტების თანახმად, პუტინის შვილი, სახელად კატერინა ვლადიმიროვნა ტიხონოვა, ტექნიკური ხელმძღვანელია, რომელიც რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობს და თავდაცვის სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს.
მისი მეორე შვილი, მარია ვლადიმეროვნა ვორონცოვა, ისეთ სამეცნიერო პროგრამებს ხელმძღვანელობს, რომლებმაც კრემლისგან მილიარდობით დოლარის დაფინანსება მიიღო გენეტიკური კვლევებისთვის, რომლებსაც თავად პუტინი ზედამხედველობს — განაცხადა შეერთებულმა შტატებმა.
"ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პუტინი და მისი ბევრი ოლიგარქი მოკავშირე თავიანთ სიმდიდრესა და აქტივებს ოჯახის წევრების საშუალებით აშშ-ისა და მსოფლიოს კიდევ სხვა ბევრი კუთხის ფინანსურ სისტემაში მალავენ",— განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.
"ჩვენ გვჯერა, რომ პუტინი ქონებას ოჯახის წევრებთან მალავს და ამიტომაც მათ განსაკუთრებულად ვაკვირდებით".
დაწესებულ სანქციებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი და ცოლიც მოხვდნენ. შეერთებულმა შტატებმა ამერიკელებისთვის რუსეთში ინვესტიციების განხორციელებაც აკრძალა. ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების საპასუხოდ რუსული ფინანსური ინსტიტუტები და კრემლის ოფიციალური პირები სანქციებით შეზღუდა.
რუსეთი უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმას და ამბობს, რომ ბუჩაში ცხედრების სურათები დადგმული იყო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასამართლებლად.
მოსკოვის ოფიციალური პოზიციით, რუსეთი ჩართულია "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში", რომლის მიზანია, უკრაინის დემილიტარიზაცია და "ფაშისტებისგან განთავისუფლება". უკრაინა და დასავლეთის მთავრობები კი უარყოფენ ამას, როგორც რუსეთის შეჭრის ცრუ საბაბს.
პუტინის ქონება რუსეთში პოლიტიკურად მტკივნეული საკითხია. კრემლმა შარშან უარყო, რომ მათი მმართველი შავ ზღვაზე მდიდრული სასახლის მფლობელია. ამაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხალხს ვიდეოთი უყვებოდა, რითაც მან დიდი აუდიტორიის ყურადღებაც მიიპყრო.
და შესაბამისად, კრემლისგან სასჯელმაც არ დააყოვნა.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თებერვალში განაცხადა, რომ პუტინის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სისულელეა.
"პუტინი დაწესებული სანქციების მიმართ გულგრილადაა განწყობილი. სანქციები შეიცავს აბსურდულ პრეტენზიებს ზოგიერთ აქტივზე. პრეზიდენტს არ აქვს სხვა ქონება, გარდა იმისა, რაც დეკლარირებულია", — თქვა პესკოვმა.
ამერიკელი კანონმდებლები კი სხვაგვარად ფიქრობენ: "პუტინი და მისი ოლიგარქები აგროვებენ თავიანთ ბინძურ ფულს სხვადასხვა ქვეყანაში სასახლეების, იახტების, ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა მაღალი ღირებულების აქტივების შეძენით", — თქვა რამდენიმე კვირის წინ ამერიკელმა სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა იმ კანონპროექტის წარდგენისას, რომელიც სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევას ისახავდა მიზნად.
პუტინის შვილებს საჯაროდ არასოდეს დაუდასტურებიათ, რომ რუსეთის ლიდერი მათი მამაა. ისინი ყოველთვის თავს არიდებენ ამ თემაზე პასუხის გაცემას.
"29 წლის კატერინა დაქორწინებულია კირილ შამალოვზე, ნიკოლაი შამალოვის ვაჟზე, რომელიც პუტინის დიდი ხნის მეგობარია. შამალოვი იმ ბანკის აქციონერია, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები რუსული ელიტის პირად ბანკად მოიხსენიებენ"— ნათქვამია პუტინის შვილების შესახებ Reuters-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ცოლ-ქმარი, კირილი და კატერინა ერთად დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კორპორაციულ ჰოლდინგს ფლობდნენ. ამას ემატება სხვა ქონება და აქტივებიც.
Reuters-ის გამოძიების თანახმად, პუტინის უფროსი შვილი მარია ბიოლოგიას სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში და ასევე სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის აქტიურადაა ჩართული გენეტიკურ კვლევებში, რასაც პუტინი ადრე "მსოფლიოს მომავლის განსაზღვრას" უწოდებდა.
ის 2015 წელს მოსკოვში ენდოკრინული სისტემის მიმართულებით ბიოსამედიცინო სპეციალობით იყო დაკავებული და ასევე თანაავტორია წიგნისა ბავშვებში "იდეოპათიური ჩამორჩენის" შესახებ.
რუსული და დასავლური მედიის ცნობით, მარია ჰოლანდიელ ბიზნესმენ ჟორიტ იოსტ ფაასენზე დაქორწინდა, რომელიც გაზპრომბანკში მსხვილ კრედიტორთან მუშაობდა და ძლიერი კავშირები აქვს პუტინის გარშემო არსებულ ელიტასთან. ცოლ-ქმრის აქტივებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია ბოლომდე ხელმისაწვდომი არაა.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები