გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. ამის მიზეზი რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრის შედეგად ადამიანის უფლებათა უხეში და სისტემური დარღვევებია.

კენჭისყრაზე ამ გადაწყვეტილებას 93 მომხრე და 24 მოწინააღმდეგე ჰყავდა, 58-მა თავი შეიკავა.

უკრაინის ელჩმა გაეროში კენჭისყრამდე მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, რომ მხარი დაეჭირათ რეზოლუციისთვის. 5 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში დააყენა საკითხი, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობა უნდა შეეჩერებინათ.

"რუსეთს არ უნდა ჰქონდეს პოზიცია საბჭოში, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა პატივისცემა. ეს არამხოლოდ ფარისევლობაა, არამედ საშიშია", — თქვა მან.

განცხადებების საპასუხოდ, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში თქვა, რომ ეს "საშიში პრეცედენტი" იქნებოდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში