უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კრამატორსკში მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულად მოკლეს. მისი თქმით, ოკუპანტებმა იცოდნენ, რომ სადგური ადამიანებით იყო სავსე.

"რუსებმა იცოდნენ, რომ კრამატორსკში მატარებლის სადგური მშვიდობიანი მოქალაქეებით იყო, სავსე, რომლებიც ევაკუაციას ელოდნენ. მიუხედავად ამისა, სადგურს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 100 კი დაშავდა. ეს იყო მიზანმიმართული ხოცვა. ჩვენ თითოეულ სამხედრო დამნაშავეს პასუხისგებაში მივცემთ", — წერს ის.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ნაციონალური პოლიციის პირველადი მონაცემებით, რკინიგზის სადგურზე ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.

უკრაინა 24 დონეცკის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით წერს, რომ სადგურს ისკანდერიდან კასეტური ბომბებით გაუხსნეს ცეცხლი. უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევაზე.

ამავე თემაზე: