ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი დაამტკიცა. სანქციების მეხუთე პაკეტი, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აქამდეც ისაუბრა, პაკეტში 6 პუნქტია.

  • ქვანახშირის აკრძალვა: რუსული ნახშირის ყველა ფორმის იმპორტის აკრძალვა. ამით რუსეთი ყოველწლიურად 8 მილიარდ ევროს დაკარგავს.
  • ფინანსური ღონისძიებები: რუსეთის ოთხ წამყვან ბანკს, მათ შორის, VTB-ს, ყველა სახის ტრანზაქციას აეკრძალა. ეს 4 უმსხვილესი ბანკი კი რუსული საბანკო სექტორის 23%-ს იკავებს, რაც დამატებით დაასუსტებს რუსეთის საფინანსო სექტორს. ასევე სანქციები შეეხება კრიპტოვალუტის აქტივებს და მეტად შეუზღუდავს რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში თავიანთი ქონების დაგროვებას;
  • ტრანსპორტი: აიკრძალა ევროკავშირის პორტებში რუსეთის, მის მიერ კონტროლირებადი გემებისა და რუსეთ-ბელარუსის საავტომობილო გადამზიდავების შესვლა. გამონაკლისი იქნება მხოლოდ საკვებით, აუცილებელი საჭიროებებით, ჰუმანიტარული ტვირთითა და ენერგორესურსებით დატვირთული გემები. დამატებით შეიზღუდება რუსული და ბელარუსული სახმელეთო ტრანსპორტიც;
  • მიზნობრივი ექსპორტის აკრძალვები: რუსეთში ექსპორტზე დამატებით დაწესდება მიზნობრივი აკრძალვები, იმ სფეროში, რომელშიც ის ყველაზე მოწყვლადია და კიდევ 10 მილიარდი ევროს ზარალს მიაყენებს. სანქცირებული იქნება ტრანსპორტისა და ტექნოლოგიების, ქიმიური მასალების სექტორი, რაც რუსეთის ინდუსტრიულ შესაძლებლობებს მიაყენებს ზიანს. ასევე შეიზღუდება საწვავი ელემენტების ექსპორტი, რისი გამოყენებაც რუსულ არმიაში შეიძლება;
  • იმპორტის აკრძალვების გაფართოება: 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების - ცემენტის, რეზინის პროდუქტების, ხის, ალკოჰოლური სასმელების (არყის ჩათვლით), ალკოჰოლური სასმელების, მაღალი კლასის ზღვის პროდუქტების (მათ შორის ხიზილალის) ჩათვლით და ბელორუსიიდან კალიუმის იმპორტის წინააღმდეგ გვერდის ავლის საწინააღმდეგო ღონისძიება. ეს ზომები ასევე დაეხმარება რუსეთსა და ბელორუსს შორის არსებული ხარვეზების დახურვას;
  • რუსეთის გამორიცხვა სახელმწიფო კონტრაქტებიდან: მიზანმიმართული ღონისძიებები, როგორიცაა ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საჯარო ორგანოებისთვის ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში