საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში ადამიანის უფლებების დარღვევაა. მისი თქმით, ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება,

"რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანის უფლებების დარღვევაა. ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი", — წერს ის.

ამ დროის მონაცემებით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა, მათგან 5 ბავშვია. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

უკრაინა 24 დონეცკის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით წერს, რომ სადგურს ისკანდერიდან კასეტური ბომბებით გაუხსნეს ცეცხლი. უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევაზე.

რუსეთი რკინიგზის სადგურზე თავდასხმას უარყოფს და ამასაც უკრაინას აბრალებს. დაბომბვიდან მალევე ეს პროპაგანდისტული მესიჯები გავრცელდა კრემლის მედიების, TASS-ისა და RIA-ს ტელეგრამებზე.

ამავე თემაზე: