საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ ე.წ არჩევნებს არ სცნობს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აგრძელებს.

"ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება. ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით", — ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მიმდინარეობს. მონაწილეობას 5 კანდიდატი იღებს.

გაიგე მეტი: