რომის პაპმა, ფრანცისკემ ბზობის მსახურების შემდეგ ომში ჩართულ მხარეებს სააღდგომო ზავის დადებისკენ მოუწოდა.

"დადეთ იარაღი! დაე, დაიწყოს სააღდგომო ზავი. მაგრამ არა ხელახალი შეიარაღებისა და ბრძოლის განახლებისთვის, არამედ ზავისთვის, რათა მოლაპარაკებების გზით რეალური მშვიდობას მიაღწიოთ", — აცხადებს ის.

რომის პაპმა რუსეთზე აშკარა მინიშნებით თქვა: "როგორი გამარჯვებული იქნება ის, ვინც დროშას ნანგრევებზე აღმართავს".

რომის პაპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა არაერთხელ დაგმო. 6 აპრილს ის ბუჩადან ჩატანილ დროშას ემთხვია.