ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი აპირებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში პირისპირ შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ სიმართლე უთხრას. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა განაცხდა.

"მნიშვნელოვანია იყო პირისპირ და უთხრა, რა არის რეალობა, რომ ამ პრეზიდენტმა დე ფაქტო წააგო ომი მორალურად. მის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ვინმემ სიმართლე უთხრას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია და ჩვენი ვალდებულებაა, თუ გვსურს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

შეხვედრის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა ხელიდან გავუშვათ არანაირი შესაძლებლობა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შანსი, რათა დასრულდეს ჰუმანიტარული ჯოჯოხეთური სიტუაცია უკრაინაში. ყოველი ხმა, რომელიც დაეხმარება პუტინს დაინახოს რეალობა კრემლის კედლის გარეთ, არ არის დაკარგული ხმა", — თქვა შალენბერგმა.

ავსტრიის კანცლერი იქნება ევროკავშირის პირველი ლიდერი, რომელიც პუტინს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ შეხვდება. ის შაბათს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმ ზელენსკის შეხვდა.