რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედიები ავრცელებენ. როგორც Forbes წერს, ის ორშაბათს მოსკოვში, საკუთარ სახლთან დააკავეს.

მედიის განცხადებით, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მას ჰქონდა CNN-თან ინტერვიუ და რუსეთის მთავრობას "მკვლელების რეჟიმი" უწოდა. გამოცემა კარა-მურზას კოლეგაზე, ილია იაშინზე დაყრდნობით წერს, რომ ის მოსკოვის ხამოვნიკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამასთან, OVD-info-ს ცნობით, უცნობია, რას ედავებიან დაკავებულ ოპოზიციონერს. მათივე განცხადებით, კარა-მურზას ადვოკატს მისი ნახვის საშუალება არ მისცეს.