ტიტანიკის შესახებ 10 რეალური ფაქტი, რომელიც შეიძლება აქამდე არ იცოდი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ტიტანიკის სახელის გაგებისას ბევრს შეიძლება როუზისა და ჯეკის გემბანზე გაშლილი ხელები გაახსენდეს, რადგან ამ სახელწოდების მქონე ფილმი დღემდე უზომო პოპულარობით სარგებლობს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ჯეიმს კამერონის ეს რომანტიკული დრამა რეალურ ტრაგედიაზეა გადაღებული და ნამდვილი ისტორია არანაკლებ საინტერესო ამბებითაა სავსე.
ამ სტატიაში ერთი შეხედვით ყველასთვის ცნობილი ტრაგიკული შემთხვევიდან იმ დეტალებზე მოგითხრობთ, რომელთა შესახებაც აქამდე, დიდი ალბათობით, არც კი გსმენიათ:
1. ოფიცერი უილიამ მერდოკი რეალური პიროვნებაა, რომელიც ფილმ ტიტანიკში ნეგატიურადაა წარმოჩენილი: მისი პროტოტიპი მგზავრისგან ქრთამს იღებს სამაშველო ნავზე მოსახვედრად. მოგვიანებით ის პანიკაში მყოფ მგზავრს კლავს, შემდეგ კი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. გადარჩენილი თვითმხილველების თქმით კი, მერდოკი რეალურად დაუღალავად მუშაობდა გემის გადასარჩენად და როცა გაირკვა, რომ ტიტანიკის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა, ის მგზავრებს სამაშველო ნავში გადასვლაში დაეხმარა. შოტლანდიაში, საიდანაც მერდოკი იყო, მას გმირად მოიხსენიებენ იმ ტრაგიკულ და ქაოსურ ღამეს გამოჩენილი სიმამაცისთვის
2. ტიტანიკზე სულ 12 ძაღლი იყო, რომელთაგან მხოლოდ სამი გადაურჩა ტრაგედიას, ისიც იმიტომ, რომ ისინი სამაშველო ნავზე ასაყვანად საკმარისად პატარები იყვნენ
3. ეს უოლას ჰარტლია, რომელიც მუსიკალური გუნდის დირიჟორი იყო. გადარჩენილი თვითმხილველების თქმით, როცა გემი იძირებოდა და პანიკაში ჩავარდნილი მგზავრები ერთმანეთს აწყდებოდნენ, გემბანზე მისი დირიჟორობით გუნდი კვინტეტს უკრავდა. მოკლედ, როგორც ეს ფილმშია აღწერილი
4. ეს მისი ნამდვილი ვიოლინოა. უოლასის ცხედარი ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ ატლანტის ოკეანეში იპოვეს. ვიოლინო ზურგზე ჩანთით მოკიდებული და უსაფრთხოდ შენახული იყო. ამ მუსიკალური ინსტრუმენტის ქვედა ნაწილზე ჯერ კიდევაა შემორჩენილი წარწერა: "უოლასისთვის ჩვენი ნიშნობის დღეს. მარიასგან"
5. ფილიპ ლემერსიე ერთადერთი შავკანიანი მგზავრი იყო, რომელიც ტიტანიკის ჩაძირვისას დაიღუპა. მთელ გემბანზე სულ სამი შავკანიანი მგზავრი იყო: ლემერსიე და მისი ორი შვილი, სიმონა და ლუიზა ლაროშები
6. როცა ტიტანიკი ინგლისიდან გაემგზავრა, მის ბორტზე რვა ჩინელი მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ექვსი ტრაგედიას გადაურჩა. ფანგ ლანგი, ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრი, კინაღამ გაიყინა, როცა ოკეანეში კარს მოჭიდებული დახმარებას ელოდა. საბოლოოდ ის იმ ერთადერთ სამაშველო ნავზე აიყვანეს, რომელიც გადარჩენილების საძიებლად დაბრუნდა — ეს სცენა ფილმისთვისაც გადაიღეს, მაგრამ ამოჭრეს და საბოლოო ვერსიაში არ შეუტანიათ
7. ამბობენ, რომ აისბერგის ეს ფოტო 1912 წლის 16 აპრილს SS Prinz Adalbert-ის გემბანიდანაა გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ტიტანიკი წინა დღის ადრეულ საათებში ჩაიძირა, ამ გემზე არავინ იცოდა ტრაგედიის შესახებ. Prinz Adalbert-ის მგზავრები ამტკიცებენ, რომ კონკრეტულ აისბერგს (ქვემოთ სურათზე) წითელი, დიდი ზოლი ჰქონდა და როცა მგზავრები მის მნიშვნელობას მიხვდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ფოტოც გადაიღო. თუმცა მოგვიანებით დეტალური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ის აისბერგი სულაც არაა, რომელმაც ტიტანიკი ჩაძირა
8. ჩაძირულ ტიტანიკზე 1986 წლის ექსპედიციისას ეს თეფშები ოკეანის ფსკერზე შენიშნეს. ისინი ხის კარადაში იყო შენახული, რომელიც წყალში დალპა, იქამდე კი თეფშები მაქსიმალურად დაიცვა დაზიანებისგან
9. ტიტანიკის ლეგენდარული და გრანდიოზული კიბის ფოტოები, სინამდვილეში, არ არსებობს. თუ ისინი ძველ ფოტოებში შეგინიშნავს, სავარაუდოდ, ეს ტიტანიკის მსგავსი სხვა გემი, RMS Olympic-ია
10. აი, როგორ გამოიყურებოდა ტიტანიკის ნამდვილი, გრანდიოზული კიბე 2001 წელს. ეს კადრია ჯეიმს კამერონის დოკუმენტური ფილმიდან Ghosts of the Abyss
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები