უკრაინაში პრორუსი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაკავებული მისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის წერს, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მედვედჩუკს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმა ეცვა, რათა შენიღბულიყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ინსტაგრამ სთორიზე ატვირთა პრორუსი დეპუტატის ფოტო და ხალხს კოსმონავტიკის დღე მიულოცა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

უკრაინული მედია იუწყება, რომ პოლიტიკოსი ღალატშია ბრალდებული და რუსეთის შეჭრამდე ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. თავდასხმის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი ბელარუსში გაიქცა, შემდეგ კი შინაპატიმრობიდან მედვედჩუკიც გაიქცა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში