4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკმა 2.89 მილიარდ დოლარად ტვიტერის აქციების 9.2% შეიძინა და ამით Twitter-ის ყველაზე დიდი აქციონერი გახდა.

1 საათის წინ კი გავიგეთ, რომ მასკს Twitter-ის შეძენა მთლიანად სურს. მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ამისთვის საკმაოდ მსუყე შეთავაზება გააკეთა.

ილონი მზადაა Twitter-ის სრულად შესყიდვაში $40+ მილიარდი გადაიხადოს. აღსანიშნია, რომ 9.2%-იანი წილის შეძენის შემდეგ, მასკი ტვიტერის დირექტორდა საბჭოს წევრად მიიწვიეს, თუმცა მან თავისი პოზიცია პირველივე დღეს დატოვა. 4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მასკს Twitter-ის საბჭოსთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. 5 აპრილს Tesla-ისა და SpaceX-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა დატვიტა, რომ "მოუთმენლად ელოდა Parag & Twitter საბჭოსთან მუშაობას, რათა მომავალ თვეებში სოციალური ქსელი მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა". მაგრამ, 9 აპრილს, როცა იგი საბოლოოდ უნდა გამხდარიყო საბჭოს წევრი, მან საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

Bret Taylor-თან მიწერილ წერილში მასკმა აღნიშნა, რომ კომპანია ხელს აღარ უწყობდა სიტყვის თავისუფლების გავრცელებას და კომპანიისთვის უკეთსი იქნებოდა, თუ ის კერძო მფლობელის ხელში გადავიდოდა.

US Securities and Exchange Commission-ისთვის წარდგენილ ანგარიშში მასკმა თქვა, რომ ის ტვიტერის თითო აქციის 54.20 დოლარად შეძენისთვის მზადაა, რაც ჯამში 41.4 მილიარდ დოლარს ნიშნავს. აღსანიშნია, რომ მასკი მზად არის ტვიტერის თითო აქციაში 28 თებერვალს ბირჟის დახურვის მომენტში არსებულ ფასზე 54%-ით ძვირი გადაიხადოს. ამ ფასად მასკი ტვიტერის 763.58 მილიონი აქციის შეძენას შეძლებს.