მარტში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 174,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მარტში მიღებული ტურისტული შემოსავლები $144,9 მილიონით (490,6%) აღემატება 2021 წლის იმავე თვის მონაცემს. აღსანიშნავია, რომ უცხოული ტურისტების მიერ მარტში დახარჯული თანხის მოცულობა ჯერ კიდევ ჩამორჩება ($70,3 მილიონით) 2019 წლის იმავე თვის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ მარტში საქართველომ ყველაზე მეტი ტურისტული შემოსავალი რუსეთის, ბელორუსისა და თურქეთის მოქალაქეებისგან მიიღო.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებმაც საქართველოში მარტში ყველაზე მეტი მოცულობის თანხა დახარჯეს:

  1. რუსეთი — $34,3 მილიონი;
  2. ბელორუსი — $29,3 მილიონი;
  3. თურქეთი — $16,2 მილიონი;
  4. ისრაელი — $15,2 მილიონი;
  5. უკრაინა — $14,1 მილიონი;
  6. აზერბაიჯანი — $7,5 მილიონი;
  7. ირანი — $5,5 მილიონი;
  8. სომხეთი — $4,9 მილიონი;
  9. საუდის არაბეთი — $3,8 მილიონი;
  10. ევროკავშირის ქვეყნები — $14,7 მილიონი;
  11. დანარჩენი ქვეყნები — $29,1 მილიონი.

ჯამში მიმდინარე წლის მარტში საქართველოში 188 354 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის იმავე თვის მაჩვენებელს 237%-ით აღემატება, ხოლო 2020 წლის მონაცემს 10%-ით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე, 2019 წლის მარტში, უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში 507 064 ვიზიტი განახორციელეს.