ვესტუმრე ჩემს ძვირფას კოლეგას, რათა ჩვენი სოლიდარობა გამომეხატა და ტკივილი გამეზიარებინა — პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის აცხადებს, რომ უკრაინაში ვიზიტის დროს რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. მისი თქმით, უკრაინელების სიმამაცეზე თაობებს მოუყვებიან.
"ვესტუმრე ჩემს ძვირფას კოლეგას რუსლან სტეფანჩუკს გმირულ კიევში, რათა ჩვენი სოლიდარობა გამომეხატა და ტკივილი გამეზიარებინა. უკრაინელების სიმამაცისა და შეუპოვრობის შესახებ მუდამ მოუყვებიან ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითზე", — წერს ის Twitter-ზე.
როგორც დღეს სტეფანჩუკმა დაწერა, პაპუაშვილთან რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა განიხილა. ის კიევში საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის.
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. ნაციონალურმა მოძრაობამ ვიზიტში მონაწილეობაზე უარი თქვა. მოწვევის შემდეგ პაპუაშვილი ამბობდა, რომ რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანდა.
"არის თუ არა სათანადო, "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას, რომ დაინახო მისი უბედურება, გაიზიარო მისი მწუხარება, უთხრა მხარდამჭერი სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე", — ასე უპასუხა მაშინ უკრაინის რადას თავმჯდომარემ კოლეგას.
13 აპრილს პაპუაშვილსა და სტეფანჩუკს ონლაინშეხვედრა ჰქონდათ. პარლამენტის განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. იმავე დღეს რადას თავმჯდომარემ დაწერა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულა. მისი თქმით, უკრაინაში დეპუტატების ვიზიტი დაადასტურებს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.
15 აპრილს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნაციონალური მოძრაობა შესაძლო პროვოკაციებში დაადანაშაულა. მისი თქმით, ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს უკვე მიეწოდათ. ვოლსკი ამბობს, რომ ინფორმაცია სუს-ს "საკმაოდ სარწმუნო წყაროსგან" აქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
კომენტარები