უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით, თუ რუსეთი მარიუპოლის მცველებს გაანადგურებს, ეს მოლაპარაკებების გაგრძელებას შეუძლებელს გახდის. მის კომენტარს უკრაინულ მედია, უკრაინსკა პრავდა ავრცელებს.

"მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების, ჩვენი ბიჭების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს. ეს ბოლო წერტილია, რადგან ჩვენ ტერიტორიებითა და ჩვენი ხალხით არ ვვაჭრობთ. რაც უფრო მეტი ბოროდიანკა იქნება, მით უფრო რთული იქნება", — თქვა მან.

მედიის ცნობით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა რუსეთი მათ დანებებას ითხოვს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში