საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა — რა თქვეს დეპუტატებმა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დღეს, 17 მარტს დაბრუნდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტი იყო უმნიშვნელოვანესი არა მარტო ხანმოკლე პერსპექტივაში, არამედ სამომავლოდ ქვეყნების ურთიერთობის ჭრილშიც.
"ვიზიტის დაგეგმვის დროს ჩვენ გვქონდა, რა თქმა უნდა, მოლოდინები ორი მიმართულებით. პირველი, ეს იყო საქართველოს სოლიდარობის გამოხატვა ქვეყნის, ქვეყნისადმი. მეორე, ეს მოგვცემდა საშუალებას, არსებული გაუგებრობები მოგვარებულიყო. ამ შეხვედრის განმავლობაში, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა რადაში, უკვე ცხადად ჩანდა ნიშნები, რომ ამ შეხვედრამ ბევრი რამ შეცვალა, შეცვალა დადებითისკენ. მათი განწყობა შეხვედრის დაწყებიდან დასასრულამდე მნიშვნელოვნად იყო პოზიტიურად შეცვლილი. [...]
გაუგებრობების უდიდესი ნაწილი იქვე გაირკვა და იქვე ამოიწურა. თუ დარჩა რაიმე მიმართულება, მაგალითად სანქციების მხარდაჭერა-არმხარდაჭერის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა ძალიან მკაფიო და ცხადი განმარტებები გააკეთა, რაც მათთვის აბსოლუტურად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა. ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საკითხების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დახურულია და თუკი დარჩა რამე საკითხი, უკვე პოზიტიური მოგვარების გზაზეა", — ამბობს სერგეენკო.
როგორც ლელო წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რუსლან სტეფანჩუკმა ქართულ მხარეს ორი რამ სთხოვა. პირველი — საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე — საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ უკვე გადადგა და ეს ეხება რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.
"ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის შავი ხვრელი საქართველო არ გახდება", — ამბობს ნაცვლიშვილი.
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, რადას დეპუტატებს აქვთ განცდა, რომ საქართველო მათთვის საკმარისად არ არის უკრაინის გვერდით.
"ველაპარაკეთ დეპუტატებს და იმ დეპუტატების განცდა არის, რომ საქართველოს მეტი აქვს გასაკეთებელი. მართალი გითხრათ, ზუსტად ინფორმაცია არც კი იცოდნენ, რა სანქციებზე ვართ შეერთებული და რაზე არ ვართ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ემოციურად აქვთ ეს ინფორმაცია, რომ საქართველო მათთვის საკმარისად არ არის უკრაინის გვერდით. [...]
რასაც თქვენ ხედავთ ამ კადრებს, ეს ფიზიკურად ვნახეთ და რა თქმა უნდა, უფრო მძიმე და ემოციურია, როდესაც ადამიანები გიყვებიან შენი ნანახის რეალურ ისტორიებს. აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი", — აცხადებს მეგრელიშვილი.
დეპუტატ ხათუნა სამნიძის თქმით, აღნიშნული ვიზიტი დაგვიანებული იყო, თუმცა მნიშვნელოვანი ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობის აღდგენისთვის
"ამ შეხვედრის შემდეგ მე იმედს ვიტოვებ, რომ დისკუსია მაინც გაიხსნება მათ შორის ოპოზიციასთან, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ ჩვენ კიდევ ერთხელ კიდევ ერთი ნაბიჯით მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას უკრაინას", — თქვა სამნიძემ.
საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, ბექა ოდიშარია, ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი. ისინი იმყოფებოდნენ უკრაინის ქალაქებში, ბუჩასა და ირპენში.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები