ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში, ქალაქ კრემინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას ესროლეს. დაიღუპა 4 ადამიანი, ერთ კი დაშავდა. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

მისივე თქმით, ისინი ქალაქის დატოვებას თავისით ცდილობდნენ. გაიდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ არ სცადონ ქალაქის დამოუკიდებლად დატოვება.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში