საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ მოკავშირეებმა ომის შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა განიხილეს. მისივე თქმით, საუბარია სამხედრო აღჭურვილობაზე.

"ჩვენი ქვეყანა მზადაა, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები. საუბარია სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც ახალი თავდასხმის მოგერიებას შეუწყობს ხელს, ან შესაძლოა გარანტიებს, რომლებიც ჩვენს მონაწილეობას მოიცავს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაზე თავდასხმა მოხდება ისე, რომ საშუალება მოგვეცემა შევაფასოთ, როგორ დავეხმაროთ", — ამბობს ის.

30 მარტს გერმანიის მთავრობის სპიკერმა განცხადა, რომ კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში