უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხდა, რომ მარიუპოლის მოსახლეობისა და სამხედროებისთვის მზად არის რუსეთთან ტყვეების გაცვლის ნებისმიერ ფორმატზე. ამის შესახებ მან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა.

"ჩვენ მზად ვართ ჩვენი ხალხისთვის, როგორც სამხედროებისთვის, ასევე სამოქალაქო პირებისთვის გაცვლის ნებისმიერ ფორმატზე. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ მე მზად ვარ ბოლო სამი წლის განმავლობაში დიალოგისთვის რუსეთის პრეზიდენტთან ომის დასრულების შესახებ", — განაცხადა ზელენსკიმ.

რუსულ მხარეს ამ შეთავაზებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.