მოსახლეობა NATO-ში წევრობას კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს — NDI-ის კვლევა

ფოტო: Nino Alavidze/Agenda.ge
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) განცხადებით, მოსახლეობა NATO-ში წევრობას კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს. ახალი კვლევის მიხედვით, კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, მარტში გამოკითხულთა 71% დადებითად პასუხობს. ამასთან, 15%-სთვის ეს მიუღებელია, ხოლო 13% ამბობს, რომ არ იცის.

ფოტო: NDI
რაც შეეხება თებერვალში ჩატარებულ კვლევას, NATO-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 74% უჭერს მხარს, 16%-თვის ეს მიუღებელია, 10%-მა კი არ იცის.

ფოტო: NDI
კვლევის მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ NATO საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამასთან, უმრავლესობას მიაჩნია, რომ NATO-ში გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

ფოტო: NDI
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. ორგანიზაციის განცხადებით, ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალს) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტს) ჩატარდა და ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით აარჩიეს. ინტერვიუები ჩატარდა: ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
თებერვლის კვლევაში ჩატარდა 2 036 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი - +/- 1,8 პროცენტი. მარტის კვლევაში 2 204 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,6 პროცენტია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.
ამავე თემაზე:
- პრეზიდენტის დადებითი შეფასება გაორმაგდა, სხვა ინსტიტუტების უცვლელია — NDI
- NDI: მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
- რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა — NDI
- გამოკითხულთა 22% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას — NDI
- ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა — NDI
- უკრაინაში ომზე ღარიბაშვილის განცხადებებს დადებითად 46%, ზურაბიშვილისას 63% აფასებს — NDI
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები