ლელო მოითხოვს, ღარიბაშვილმა გაასაჯაროვოს შეხვდა თუ არა კრემლთან დაახლოებულ პირს
ლელო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, დაუყონებლივ გაასაჯაროვოს ინფორმაცია იმის შესახებს, შეხვდა თუ არა თბილისში კრემლთან დაახლოებულ პირს და შეხვედრის შემთხვევაში გაასაჯაროვოს საუბრის შინაარსიც.
პარტია მიიჩნევს, რომ ინტერნეტში გავრცელებული, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბრის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება და ივანიშვილი სანქციების რეჟიმის გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენაში დამნაშავედ ჩაითვალოს. ლელოს თქმით, ამის შედეგი ქვეყნისთვის უმძიმესი იქნება.
"მოვითხოვთ, რომ მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაუყონებლივ გაასაჯაროვოს ინფორმაცია — ჰქონდა თუ არა შეხვედრა თბილისში ვიზიტით ჩამოსულ კრემლთან დაახლოებულ პირთან, რუსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ და როსტოვის რეგიონალი საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან, ალი უზდინოვთან. თუ შეხვედრა შედგა, გასაჯაროვდეს საუბრის შინაარსი. პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობა საქართველოს შსს-სგან ასევე ოფიციალურად გამოითხოვს ინფორმაციას, აღნიშნული პირის მიერ გასული 2 თვის მანძილზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ევტუშენკოვი მილიარდერი ოლიგაქრია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ, მას დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სანქციები დაუწესა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.
სავარაუდოდ, ივანიშვილი, საუბრის დასაწყისში ამბობს: "სიტუაცია არც ისე სასიხარულოა, მაგრამ რას ვიზამთ, უნდა გაუძლო". სავარაუდოდ, ევტუშენკოვი კი პასუხობს: "აბა, რას ვიზამთ, ბორ. ჩვენ იმდენჯერ გვცემა ცხოვრებამ, რომ გაძლება გვასწავლა".
ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ამბობს, რომ იდეა აქვს და თხოვს, სავარაუდოდ, ივანიშვილი შეხვდეს მის წარმომადგენლებს, ალის და დავიდს, რომელებსაც ის იცნობს. რუსი ოლიგარქი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს, თუმცა ახსენებს მარცვლეულობას და სავარაუდოდ, ივანიშვილს ეუბნება, რომ თუ ამაში ის ჩაერთვება, მაშინ თავადაც მიიღებს მონაწილეობას. მხარეები თანხმდებიან და საუბარი სრულდება.
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
კომენტარები