ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 100%-ით ტყუილს უწოდებს მის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ დანიშვნაზე გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, არის მოგონილი საკითხები, რითაც სურთ სხვა ამბები გადაფარონ. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა.

"აი, აბსოლიტურად, 100%-ით ტყუილია. რატო ვამბობ რომ 100%, არის ხოლმე, რომ რაღაცა პატარა, 1% მაინც არის და მერე პროპაგანდა 99-ს აბამს. არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. [...]

სააკაშვილთან მქონდა კონტაქტი, მიმოწერა უკრაინაში წასვლამდე, ერთად დავგეგმეთ უკრაინაში წასვლა. სავარაუდოდ, ეს რაღაცა დალაგებული აქვთ ასეთი სკანდალები და არის ხოლმე მოგონილი სკანდალები და არის ხოლმე მცდელობა რაღაცა ამბის გადაფარვის. [...]

აი, გუშინდელი ამბავი, სავარაუდო განხილვა ოლიგარქებს შორის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, ეტყობა, ეს ამბავი ძალიან მძიმეა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ამ ნიუსქარიშხალის მოწყობას მე ვერაფრით ავხსნი", — ამბობს მარგველაშვილი.

ღღეს, 26 აპრილს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარგველაშვილი ენმ-ს თავმჯდომარე ხდება. მათი ცნობით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შეთავაზება გიორგი მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მარგველაშვილი ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის რიგითი წევრი იყო, ხოლო სააკაშვილს დიდი ხანია მელიას მოშორება სურს.