იქიდან არახამიას თავხედური განცხადება, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ, სკანდალია შექმნილი — დავითულიანი
ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ამბობს, რომ სკანდალებს არაფრისგან ქმნიან, ვიდეო კი დამონტაჟებულია.
"რაშიც სამართლებრივი შემცველობა დანაშაულის არ არის, რატომ უნდა არკვიოს ვინმემ ავთენტურობა? რატომ ვქმნით ასეთ ილუზიებს ამ დამონტაჟბული ვიდეოდან? თან ამდენი დრო გავიდა და რამე უკანონო ტვირთბრუნვის ფაქტი ვნახეთ, ვითომ რომ ადასტურებთ, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება? არა, ასე სკანდალებს ქმნიან არაფრიდან და უნდათ ამ სკანდალზე ააწყონ მერე იქიდან არახამიას განცხადება, თავხედური სრულიად, აქედან დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია შექმნილი იმიტომ, რომ ქვეყანაში რამე აირიოს", — ამბობს ის.
სესიაზე მან, ასევე, განაცხადა, რომ ჩანაწერს იმდენი წყვეტა აქვს, შეუძლებელია მასზე ზემოქმედების კვალი არ იყოს.
"რატომღაც ხდება ხოლმე ასე, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა წამოიწყებს კამპანიას, მერე ამ კამპანიის ფარგლებში ერთგვარი იმედგაცრუება ეწყებათ მათ მხარდამჭერებს, რადგან ვერავითარ მიზანს ვერ აღწევენ. მერე, ჰოი, საოცრებავ, საიდანღაც, ვითომ ხომ უკრაინის თემატიკას არ იყენებენ შიდა პოლიტიკური თემებისთვის და გულმხურვალე მხარდამჭერები არიან, უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკრაინიდან ვინმე მათი უტიფარი მეგობარი, არახამიას მსგავსი თავხედი რაღაც სანქციებზე დაიწყებს საუბარს, მაშინ, როდესაც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ურთიერთობები, როგორც იქნა, დასტაბილურდა.
მერე აქედან გამოაგდებენ დამონტაჟბულ ვიდეოს, რომელზეც ოდნავ მაინც თუ ერკვევა ვიღაც ამ მიმართულებით, იმდენი წყვეტა აქვს, რომ შეუძლებელია მასზე არ იყოს ზემოქმედების კვალი. გამოაგდებენ ამ რაღაც სულელურ ვიდეოს, რომელზეც პირველი — არაფერ უკანონოზე საუბარი არ მიდის, სულ რომ დავუშვათ, რომ ავთენტურია. მეორე — შიგნით 10 მარტიაო ეწერა, საერთოდ აპრილში დაასანქცირეს ეს კაცი და მარტში, როდესაც მათი მტკიცებით, სულ რომ ავთენტური იყოს, ის კაცი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული არ იყო. ამის შემდეგ ამბობენ, რატომ არ იძიებთო?", — თქვა მან.
გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ევტუშენკოვი მილიარდერი ოლიგარქია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ, მას დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სანქციები დაუწესა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.
გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამა ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება განიხილონ. მისი თქმით, "ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან".
გაიგე მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები