დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასის განცხადებით, უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინასთან ერთად მოლდოვასა და საქართველოსაც ჰქონდეს საკმარისი ძალა და შესაძლებლობები სუვერენიტეტის და თავისუფლების შესანარჩუნებლად.

"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთს და სხვა ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ჰქონდეთ საკმარისი ძალა და შესაძლებლობები იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება", — თქვა მან.

ტრასის განცხადებით, მსოფლიომ უნდა ისწავლოს გაკვეთილი უკრაინაში განვითარებული მოვლენებისგან და აღარ დაუშვას მსგავსი შეცდომები.