ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ერთადერთი მიზანი ამოძრავებს — საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა.

"ვინც ითხოვს სააკაშვილის გარეთ გამოშვებას ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის გარეთ გამოშვებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი — საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, თუკი ვინმე ითხოვს ან მოითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, ყველას ერთადერთი მიზანი აქვს, ეს არის საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში, აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია ნებისმიერ ასეთ მოწოდებაზე იქნება მკაფიო, სააკაშვილმა უნდა მოიხადოს თავისი სასჯელი", — ამბობს ის.

სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს.