"დავბერდი" — ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Time-ის ჟურნალისტს კითხვაზე, როგორ შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ. მისი თქმით, დაბერდა მიღებული ინფორმაციის გამო, რომელიც არასდროს სურდა, რომ სცოდნოდა — დაღუპული ადამიანებისა და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მიღებული ინფორმაციით.

"მე დავბერდი გონებრივად, მორალურად. ისე, მორალური თვალსაზრისით მე აბსოლუტურად მტკიცე ვარ. მაგრამ მე დავბერდი მთელი ამ ინფორმაციისგან, რომელიც არასდროს მინდოდა. ეს არის ცოდნა, რომელიც დაკავშირებულია დაღუპული ადამიანების რაოდენობასთან და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან. ასეთი სიბრძნე... მართალი გითხრათ, არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღწევის მიზანი", — ამბობს ის Time-თან ინტერვიუში.

ჟურნალისტმა მას ასევე კითხა, დაკარგა თუ არა იუმორის გრძნობა, რაზეც ზელენსკიმ თქვა, რომ ეს შეუძლებელია.

"რა თქმა უნდა არა! შეუძლებელია. ამის დაშვება შეუძლებელია. ეს არის გადარჩენის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დეპრესიაში იგრძნობს თავს. და დეპრესიის შეგრძნება არ არის კარგი გზა გამარჯვებისთვის. ამისთვის გამარჯვების ხასიათზე უნდა იყო. რაც არ უნდა რთული იყოს, ეს არის მიზანი", — ამბობს ის.

ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ არ ნანობს მის გადაწყვეტილებას წასულიყო პოლიტიკაში, მისი თქმით, ხანდახან ფიქრობს, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაც იყო.