უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევის რეგიონში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც 900 ცხედარი იყო. მისი თქმით, ამ ეტაპზე არავინ იცის, სულ რამდენი ადამიანი დაიღუპა.

"ამას შედეგები მოჰყვება, იქნება გამოძიება, იქნება მოსახლეობის აღწერა", — ამბობს ის.

ამის შესახებ პოლონურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ამავე ინტერვიუში თქვა ისიც, რომ რისკები, რომ რუსეთთან ნებისმიერი საუბარი მთლიანად დაიხუროს, დიდია. ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში