მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედრო ამბობს, რომ ევაკუაციის დასრულების შემდეგ, აზოვსტალს ცეცხლი კვლავ გაუხსნეს. როგორც CNN წერს, ამის შესახებ ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადის მეთაურმა დენის შლეგამ უკრაინის ტელევიზიასთან ისაუბრა.

"ოკუპანტებმა კვლავ დაიწყეს სროლა აზოვსტალზე, როგორც კი რამდენიმე უკრაინელის ევაკუაცია დასრულდა. [...] იყენებდნენ ყველა სახის იარაღს", — ამბობს ის.

პირველ მაისს აზოვსტარლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ტერიტორიიდან გაიყვანეს 100-მდე ადამიანი. თუმცა ქარხანაში კვლავ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე სამხედროები, რომლებიც დანაბებას და იარაღის დაყრას არ აპირებენ.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რჩება ბლოკირებული აზოვსტალში მარიუპოლის მცველებთან ერთად.

20 აპრილს მარიუპოლის მცველებმა მსოფლიოს მოუწოდეს, აზოვსტალიდან გაიყვანონ მესამე ქვეყანაში ყველა, ვინც სამხედრო გარნიზონშია.