პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბერმა იმპორტიორმა საწვავი შედარებით იაფად შემოიტანა, თუმცა ფასებზე ჯერ არ ასახულა. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს ფასების შესწავლა და შუალედური დასკვნის წარმოდგენა დაავალეს.

"ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამადე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", — თქვა მან.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აქვთ ინფორმაცია გარკვეულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თუმცა შესაბამისი დასკვნების გასაკეთებლად მონიტორინგის ანგარიშია საჭირო.