ბოლო ერთ წელში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 106 501 ადამიანით გაიზარდა — რას ამბობენ სამინისტროში
ბოლო ერთ წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 106 501 ადამიანით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აპრილში შემწეობა 652 124 ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოს მოსახლეობის 17,5%-ია.
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა ბენეფიციართა შეფასებაზე გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება.
მათივე თქმით, ქვეყანაში Сovid-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებასა და ხელახალ შეფასებაზე მორატორიუმია გამოცხადებული.
"ამ ოჯახებს უნარჩუნდებათ სარეიტინგო ქულა და უწყვეტად უგრძელდებათ სოციალური დახმარება. გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამას, ეტაპობრივად, ახალი ბენეფიციარები ემატებიან. შესაბამისად, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან, მორატორიუმის გამო სისტემიდან, უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერებულია.
ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა 16 წლამდე, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 100 ლარამდე გაიზარდა. 2022 წლის ივნისიდან ეს თანხა 150 ლარი, მომდევნო წლის იანვრიდან კი 200 ლარი გახდება. ამასთანავე, 100 000-დან 120 000-მდე გაიზარდა ამ დახმარების მისაღები სარეიტინგო ქულა, რამაც ასევე გაზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რეგიონების მიხედვით, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
- თბილისი — 132 591 ადამიანი;
- იმერეთი — 84 360 ადამიანი;
- ქვემო ქართლი — 80 658 ადამიანი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 76 474 ადამიანი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — 71 891 ადამიანი;
- კახეთი — 66 585 ადამიანი;
- შიდა ქართლი — 58 765 ადამიანი;
- გურია — 27 821 ადამიანი;
- სამცხე-ჯავახეთი — 19 657 ადამიანი;
- მცხეთა-მთიანეთი — 18 792 ადამიანი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 14 530 ადამიანი.
აპრილში სოციალური შემწეობის მიმღებთათვის 44 385 455 ლარი გადაირიცხა. გასული წლის იმავე თვეში ამ პროგრამის ბიუჯეტი 30 405 882 ლარი იყო — შესაბამისად, ბოლო ერთი წლის ჭრილში სოციალურად დაუცველებისთვის გადარიცხული თანხის მოცულობა 46%-ით, ანუ 13 979 573 ლარით არის გაზრიდლი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები