ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 214 644 უცხოური ვიზიტი განხორცილდა, რაც 2021 წლის იმავე თვის მონაცემს 160,1%-ით აღემატება.

უცხოური ვიზიტების რაოდენობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოირჩება პანდემიამდელ მონაცემებს. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის აპრილში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, უცხოური ვიზიტების რიცხვი 61%-ით არის შემცირებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.

ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებმაც აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ვიზიტი განახორციელეს:

  1. თურქეთი — 35 959 ვიზიტი;
  2. რუსეთი — 33 556 ვიზიტი;
  3. სომხეთი — 32 228 ვიზიტი;
  4. საქართველო (არარეზიდენტი) — 20 936 ვიზიტი;
  5. ისრაელი — 15 709 ვიზიტი;
  6. უკრაინა — 13 018 ვიზიტი;
  7. აზერბაიჯანი — 11 360 ვიზიტი;
  8. ბელარუსი — 7 507 ვიზიტი;
  9. ყაზახეთი — 6 032 ვიზიტი;
  10. ირანი — 5 994 ვიზიტი;
  11. უზბეკეთი — 3 291 ვიზიტი;
  12. გერმანია — 2 787 ვიზიტი;
  13. პოლონეთი — 2 087 ვიზიტი;
  14. აშშ — 2 013 ვიზიტი;
  15. ინდოეთი — 1 964 ვიზიტი;

ამჟამად ცნობილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მარტის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის მესამე თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 174,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

მარტში მიღებული ტურისტული შემოსავლები $144,9 მილიონით (490,6%) აღემატება 2021 წლის იმავე თვის მონაცემს. აღსანიშნავია, რომ უცხოული ტურისტების მიერ მარტში დახარჯული თანხის მოცულობა ჯერ კიდევ ჩამორჩება ($70,3 მილიონით) 2019 წლის იმავე თვის მაჩვენებელს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მარტში საქართველომ ყველაზე მეტი ტურისტული შემოსავალი რუსეთის, ბელორუსისა და თურქეთის მოქალაქეებისგან მიიღო.