ევროკომისიამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილისთვის სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას საერთაშორისო მედიები ავრცელებენ.

Deutsche Welle წერს, რომ ამ ინფორმაციას AFP ევროკომისიის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ხოლო, New York Times-ს კირილის დასანქცირებაზე ინფორმაცია იმ დიპლომატებმა მიაწოდეს, ვინც დოკუმენტი ნახა, თუმცა საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვს.

ევროკავშირი საქნციების მეექსვე პაკეტს დღეს საღამოს გამოაცხადებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქცირებულთა სიაში იქნებიან ის სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს. მისივე თქმით, აპირებენ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად გაუქმებას, რათა რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს.