ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე ამბობს, რომ ურჩევნიათ, თავიანთ საქმეს მიხედონ.

"თავის საქმეს მიხედონ ურჩევნიათ. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ქვეყანა და მე მინდა ვუსურვო გამარჯვება, წარმატება, ამ ომის დასრულება, მაგრამ თავის საქმეს მიხედონ. ტყუილად ნუ ცდილობენ კეთილგანწყობილი, მეგობარი ხალხი რაღაცნაირად გაანაწყენონ და წარმოშვან კითხვები ჩვენს ურთიერთობებში", — ამბობს დავითულიანი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას.